top of page
Writer's pictureTako Tabukashvili

CommuniQ-ს და Citycom West-ის წარმატებული თანამშრომლობა

Updated: Jun 19


🚀 დღევანდელ სამყაროში კომპანიების წარმატების მთავარი საზომი მომხმარებლებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის ქონაა, რასაც კონტაქტ-ცენტრების მნიშვნელობასთან მივყავართ. Საქართველოში კომპანიები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, რასაც CommuniQ-ს ბაზარზე შემოსვლის შემდეგ ჩვენი დახმარებით მარტივად უმკლავდებიან.


🤝 გვინდა მოგიყვეთ CommuniQ-ს და Citycom West-ის წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.


🎉Citycom West-ის საოპერაციო დირექტორი ინგა აბაშიძე:


💬 “CommuniQ-ს პლატფორმის გამოყენება და დანერგვა იოლი პროცესია და ის მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას. ოპერატორებისთვის განსაკუთრებულ სიმარტივეს ქმნის ქართული პლატფორმა, მოსახერხებელი და მრავალფუნქციური მენიუ, მასში ჩაშენებული ყველა საჭირო ფუნქციონალით.


განსაკუთრებით სასიამოვნო და კომფორტულია ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს საჭიროებებსა და იდეებს, ასევე ძალიან ეფექტურია CommuniQ-ს ტრენინგი, რომელიც სრულად ფარავს პროდუქტის ფუნქციონალს და შესაძლებლობებს, როგორც მენეჯერული რგოლის, ასევე ოპერატორებისთვის.


ინციდენტის დადგომის შემთხვევაში CommuniQ-ს გუნდი ახდენს სწრაფ რეაგირებას და ნებისმიერი პრობლემა/ხარვეზის აღმოფხვრას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ისეთ საკითხებშიც დაგვეხმარნენ. Რომელიც სცდებოდა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.


CommuniQ-ს გუნდი ძალიან მეგობრულია, რაც ამარტივებს კომუნიკაციას და სასიამოვნოს ხდის ჩვენს თანამშრომლობას. Მუდამ გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რაც გვეხმარება სიახლეების დანრგვასა და პროცესების მართვაში.


CommuniQ-ს გადაწყვეტილების დანერგვის შემდეგ:

● შეგვიმცირდა ზარის დამუშავების დრო

● გაუმჯობესდა SLA

● სწორად ვსაზღვრავთ კადრის გადანაწილებას დატვირთულ პერიოდში, ან დღეებში.

● ხმოვანი ჩანაწერების მოსმენა და მომსახურება გაუმჯობესდა.

● საშუალება მოგვეცა განგვესაზღვრა მომხმარებლის ქცევა

● გაცდენილ და ჩავარდნილ ზარებზე მარტივი უკუკავშირი განგვეხორციელებინა.


Საბოლოოდ, რაც შევუკვეთეთ, ის ჩამოვიდა!’’


3 views0 comments

Comments


bottom of page